მნიშვნელოვანისიახლეები

შეთანხმდებიან თუ არა პოლიტიკური მხარეები საარჩევნო კოდექსზე დღეს გაირკვევა

საარჩევნო კოდექსზე პოლიტკური მხარეები პარლამენტში დღეს,17 მაისს კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

“არის საკითხები, რომელზეც წინ წავიწიეთ და შევთანხმდით, მაგრამ რჩება საკითხები, რომელზეც კიდევ არის საჭირო მუშაობა. არჩევნების სისტემის მიმართ ნდობის დაბრუნება არის მთავარი ამოცანა,” – განაცხადა “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საბოლოოდ შეჯერებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

“პოზიციების თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდა და შემდგომი პროცედურები მოიცავს იმას, რომ ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ გადაიგზავნება ვენეციის კომისიასთან. დაველოდებით ვენეციის დასკვნას და დაგეგმილი არის, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირაში კანონპროექტი მესამე მოსმენით იქნეს მიღებული,” – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button