ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

1,491 ტონა მანდარინის ექსპორტში საქართველომ 613 ათასი დოლარი მიიღო

2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 1,491 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 613 ათასი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 166%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 149%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

უწყების ცნობით, 2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (820 ტონა), რუსეთში (526 ტონა), უკრაინასა (135 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა).

მსგავსი პოსტები

Back to top button