ხურმისა და კარალიოკის ექსპორტით საქართველომ 4,311 ათასი დოლარი მიიღო

1 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობამ 8,532 ტონა შეადგინა. ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულება კი 4,311 ათასი აშშ დოლარია. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 2,206 ტონით (35%), ხოლო ღირებულება – 856 ათასი აშშ დოლარით (25%) გაიზარდა.
უწყების ცნობით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (3,089 ტონა), სომხეთში (3,052 ტონა), უკრაინაში (2,172 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (9.9 ტონა).