15-წლიანი პაუზის შემდეგ-ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებად თურქეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს თან ახლავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერევნის სპეციალური წარმომადგენელი ანკარასთან ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში, რუბენ რუბინიანი.
მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს აეროპორტში სომხეთთან დიალოგში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი დახვდა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის ლიდერი თურქეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.
შეგახსენებთ რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც თურქეთს უკვე ხანგრძლივად მართავს, 3 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი დადო და მესამე ვადით შეუდგა პრეზიდენტობას. მანამდე ის სამჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
69 წლის ერდოანმა გასულ კვირაში გაიმარჯვა არჩევნების მეორე ტურში, ხუთი წლის ვადით. საპრეზიდენტო ფიცი მან დადო პარლამენტის სხდომაზე, ინაუგურაციის ცერემონიის წინ, რომელსაც ათობით უცხოელი სტუმარი დაესწრება.
თურქეთის ლიდერი ახალი კაბინეტის შემადგენლობას 3 ივნისს, მოგვიანებით გამოაცხადებს.