გასული დღის განმავლობაში მტერთან 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში 209 470 ოკუპანტი მოკვდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, მტერთან 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული 24 საათის განმავლობაში, მტერმა 67 საჰაერო და 17 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 91. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის სრულ ოკუპაციაზე. გასული დღის განმავლობაში, 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 560 ჯარისკაცი, 10 ტანკი, 32 საარტილერიო სისტემა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 209 470 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 3 ივნიდამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3829
ჯავშანტექნიკა – 7502
საარტილერიო სისტემა – 3533
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 582
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 342
თვითმფრინავი – 313
ვერტმფრენი – 298
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3165
ფრთოსანი რაკეტა – 1132
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6289
სპეცტექნიკა – 475
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.