მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ კონკრეტულ სიგნალს ვერ მივიღებთ ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას.

მისი თქმით, ესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მოსმენას, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას.

„ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას ისე ეშინია რუსეთის, რომ მზად არ არის უკრაინა ბლოკში დაინახოს. თუ ვილნიუსში რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, ვფიქრობ, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. გვესმის, რომ ამ ომის დროს ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა: „უკრაინა ნატო-ში იქნება ამ ომის შემდეგ?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ვილნიუსთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა კიევი იმ სიგნალს, რომლის იმედიც აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button