არის თუ არა კომუნიკაციის პრობლემა თვითმმართველობასა და ცენტრს შორის?

ოპოზიცია ლაგოდეხში ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვითმმართველობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან დააკავშირებს.

გერთაიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი საკრებულოში, ზვიად ხვედელიძე, ადგილობრივ თვითმმართველობას კომუნიკაციის ხარისხს უწუნებს და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

ხვედელიძის თქმით, იმის გამო, რომ დიალოგი ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის არ არსებობს, ბევრი მოუგვარებელი საკითხი დაგროვდა, მათ შორის ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობის კუთხით.

აღნიშნული დეპუტატის პრეტენზიები მიუღებელია ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილისთვის.

როგორც რადიო “ჰერეთს” გიორგი ბოკერიამ განუცხადა, მუნიციპალიტეტი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან და ამ კუთხით არანაირი პრობლემა და დამატებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს.

ზვიად ხვედელიძე_გიორგი ბოკერია_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button