მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი პროგრესის კარგი საფუძველია-სალომე ზურაბიშვილი.

ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელ twiter-ის მეშვეობით გამოეხმაურა.

„საქართველოში ევროკავშირის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით მოსალოდნელ შედეგს ვერ მიაღწია. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მომავალი პროგრესის კარგი საფუძველია”, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ევროკავშირის შუამავლობით უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პოლიტიკურმა მხარეებმა მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღეს.

„დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. თუ შეიძლება მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის. რომელიც მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე გადაწყვეტილება რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე.
ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და პასუხისმგებლობას.

მე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წარვუდგინე ასეთი წინადადება. ეს ახლა იქნება საჯარო დოკუმენტი. ეს არის ის გადაწყვეტილება რომელიც ქვეყნის ინტერესებს წინ აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა.სამწუხაროა, უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.“, – განაცხადა დანიელსონმა.

შეგახსენებთ, მედიაციის ფარგლებში დანიელსონი ქვეყანაში მეორე ვიზიტით ჩამოვიდა, მანამდე შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა 12 მარტიდან საქართველოს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად.
პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button