სპორტი

16 წლის ქართველი ძალოსანი ქალი ევროპის ჩემპიონატზე

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ფიცარნაგზე პირველი ძალოსანი ქართველი ქალი გამოვიდა. 81კგ.წონით კატეგორიაში მოასპარეზე 16 წლის ნათია გადელიამ B ჯგუფის 5 მონაწილეს შორის მესამე შედეგი დააფიქსირა.

გადელიამ 6 დან 5 ცდა გამოიყენა. ატაცში – 85, 89 და 95 კილოგრამები ასწია. აკვრაში 105 და 111კგ. 115კგ-ზე შტანგა დაუვარდა და საერთო ჯამშ 202კგ. მოაგროვა.

ამ შედეგით, მხოლოდ დამატებითი მონაცემებით ჩამორჩა მეორე ადგილზე გასულ უნგრელ ათლეტს, ტიმეა შურომის.

დღეს ფიცარნაგზე ანტონ პლესნოიც გამოვა. საქართველოს ნაკრების წევრს, 2019 წლის ევროპის და მსიოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული და მოსკოვში, ერთერთ ფავორიტად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძე და ანასტასია გოტფრიდი გამოვლენ. 11 აპრილს კი ირაკლი თურმანიძის და ლაშა ტალახაძის გამოსვლაა დაგეგმილი.

ამ დროისთვის ქართველი ძალოსნების აქტივში 2 ოქროა. ევროპის ჩეემპიონები შოთა მიშველაძე და რევაზ დავითიძე გახდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button