მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დაასაქმებს

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. შეთანხმების დოკუმენტი საქართველოსა და ისრალეს შორის უკვე გაფორმდა.

დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

“ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო” – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button