მნიშვნელოვანირეგიონი

162 ათასი ლარი_თელავის მერია ბიუჯეტიდან ახალ მანქანებს ყიდულობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერია სამი მანქანის შესაძენად, 162 ათას ლარს დახარჯავს.

მაღალი გამავლობის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების საყიდლად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა.

საკრებულოს ოპოზიციურმა ფრაქციებმა ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს.
მათი განმარტებით, თანხა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი ამტკიცებს, რომ ქალაქ თელავში 40 -ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია დაწყებული და შესაბამის სამსახურებს ჯიპებით გადაადგილება სჭირდებათ.

თითოეული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 54 ათას ლარია, თუმცა ანდრიაშვილი განმარტავს რომ მერიის მიერ შესაძენად გამიზნული ავტომობილები, ყველაზე იაფია.

ავტოპარკის განახლების პირობებში, მერია მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებულ ტენდერშიც, საიდანაც დამატებით ერთ ახალ ავტომობილს კიდევ შეიძენს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ავტომობილი გასულ წელსაც შეიძინა და 255 ათასი ლარი დახარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button