მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთმა აზერბაიჯანს ცეცხლი გაუხსნა

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკსკის რაიონში, სოფელ ჰეიდარაბადში განთავსებული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მიმართულებით. სროლის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის ერთი სამხედრო დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას აზერბაიჯანის აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილ ცეცხლს აზერბაიჯანმა სროლითვე უპასუხა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად რაიონში სიტუაცია სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. ქვეყნის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ისროდნენ სომხეთის არმიის პოზიციების მიმართულებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე. სამინისტროს ცნობით, დაჭრილია ერასხის თემის ხელმძღვანელი რადიკ ოგიკიანი.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, არ დაუშვებენ ურთიერთშეხების ხაზის ცვლილებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button