მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მედიის წარმომადგენლებს დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ

მედიის წარმომადგენლებს დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ. მათი გამოკითხვა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გრძელდება.

“ჩემი დაბარების მიზეზი არის პროცედურული საკითხი. ხელი უნდა მოვაწერო დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, რის შემდეგაც ადვოკატთან ერთად მექნება საშუალება გავეცნო საქმის მასალებს და მქონდეს წვდომა რა ეტაპზეა გამოძიება,”- აღნიშნავს “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.

“რუსთავის 2-ის” იურისტის ნინო ბარაჩაშვილის ინფორმაციით, თბილისს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაბარებულია “რუსთავი 2-ის” ოპერატორი ზურაბ მანაგაძეც, რომელთან ერთადაც, მოხდება 5 ივლისს გადაღებული ვიდეომასალის დათვალიერება.

5 ივლისის ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს “ფორმულას” ჟურნალისტებსაც, რომლებიც ასევე დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, 5 ივლისს მოძალადე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს ,დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი, მათგან ერთი სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button