მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თურქეთმა შესაძლოა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტოს

შესაძლოა, თუერქეთმა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტოს. ამის შესახებ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი საუბრობს. ინფორმაციას სააგენტო vesti.ru აქვეყნებს.

,,არ არის გამორიცხული, თურქეთმა უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტოს, თუმცა, ჯერჯერობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ დამდგარა” – განაცხადა მეჰმედ ნური ელსოიმ.

თურქეთის ტურიზმის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევამ აპრილში რეკორდულ რიცხვს, 60 ათასს, მიაღწია, ხოლო ივნის-ივლისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5-7 ათასი გახდა.

პრეზდენტის ბრძანებით, ივლისიდან ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო კომენდანტის საათი ქვეყანაში გაუქმდა, თუმცა, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,დელტა შტამით” დაინფიცირების შემთხვევებმა მატება დაიწყო და ამ ეტაპზე დღეში ინფიცირების 8 ათასი და 70 ლეტალობის ფაქტი ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button