მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილსერვისჯგუფის თანამშრომლები აქციას მართავენ

 

ამ წუთებში ბელიაშვილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში უამრავი პრობლემაა, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა.

“მანქანას ხან რა ძვრება, ხან რა. ხალხი ქუჩა-ქუჩა გვლანძღავს. ასე ვმუშაობთ და ხელფასის მატება რომ მოვითხოვეთ, თურმე მერია უკმაყოფილო ყოფილა. რადგან კალაძე უკმაყოფილოა, გამობრძანდეს, არ მეშინია, გამაგდებს და აქვე მოვალ, აქვე გამოვიჭრი ყელს. გადმოვიდეს თავისი ფერარიდან კალაძე, ნახოს კარტოფილი რა ღირს და 744 ლარი ვის ეყოფა, გაანალიზოს”, – ამბობს თბილსერვის ჯგუფის წევრი ირაკლი ბაღდავაძე.

თბილსერვის ჯგუფის წევრებმა კომპანიის შესასვლელი გზა გადაკეტეს, ავტომობილებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button