17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
დიდ დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ის “იმედის” კლინიკაში რამდენიმე საათის წინ, მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხი წლის ბიჭია. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.
მოისმინეთ ექიმის კომენტარი.
შეგახსენებთ, აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.