მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს

საგარეჯოში, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, 23 ნოემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, 36 წლის მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან ერთად მყოფი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სავარაუდო ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს, მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 – ედა მე-4 -ე ნაწილებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button