მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გათვალისწინებულია თუ არა საიას რეკომენდაციები-პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში მათი შენიშვნები, გარკვეულწილად, ასახულია.

“ჩვენი შენიშვნების გარკვეული ნაწილი თავდაპირველ ვერსიაშივე იყო ასახული, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო უფრო მეტად არაპრინციპული საკითხები და პროცედურებს უკავშირდებოდა, ხოლო მეტად პრინციპული და ფუნდამენტურ რეფორმაზე ორიენტირებული ცვლილებები თავდაპირველ ვერსიაში არ იყო.
განახლებულ ვერსიაში, ჩვენ, გარკვეულწილად, ვნახეთ ეს ყველაფერი ასახული. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან, ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან მიმართებაში და, რა თქმა უნდა, აქ გვექნება კითხვები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტად წინ წასული დოკუმენტია და უკეთესობისკენაა შეცვლილი პირველ ვერსიასთან შედარებით,”- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პოლიტიკური მხარეები ვენეციის კომისიის დასკვნასაც ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ მოხდება აღნიშნული კანონის მიღება.

მსგავსი პოსტები

Back to top button