მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რაში ადანაშაულებს “IDS ბორჯომი საქართველო”პროფკავშირებს

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი თანამშრომლების დიდ ნაწილს სურს დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს, თუმცა პროფკავშირების ლიდერების და სხვადასხვა აქტივისტის “უპასუხისმგებლო მოქმედებები” მუშაობის განახლებას ხელს უშლის.

“უკვე მესამე დღეა, რაც ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები გაჩერებულია. წარმოების პროცესის შეჩერება სატრანსპორტო საშუალებების უკანონო ბლოკირებამ გამოიწვია, რომელიც ინიცირებული იყო პროფკავშირების ლიდერის და სხვა აქტივისტების მიერ.

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” აგრძელებს დიალოგს თანამშრომლებთან. უნდა აღინიშნოს, რომ მათი დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მუშაობა.
ერთადერთი ფაქტორი, რაც ხელს უშლის ბორჯომის ქარხნების მუშაობის განახლებას, ეს არის უპასუხისმგებლო მოქმედებები, რომლებიც ქარხნებში სატრანსპორტო შესასვლელებს ბლოკავს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორჯომში ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა მეოთხე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები პროფკავშირების ჩართულობის გარეშე დამსაქმებლებთან კომუნიკაციაზე ამ დრომდე უარს ამბობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button