მნიშვნელოვანირეგიონი

“საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას შეზღუდვა არ ექნებათ”

სარფში 16 იანვარს გამართული აქციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთთან ახალი რეგულაციის პირობებში, საქართველოსთვის გარკვეული გამონაკლისი დაიშვება, რისთვისაც კონსულტაციები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების დასრულებამდე, შეთანხმების პირველი ეტაპზე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციები, მოლაპარაკებების დასრულებამდე საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

“მინდა ვაცნობო სასიხარულო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მკვიდრებს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მოგეხსენებათ, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს შსს მინისტრსა და მის თურქ კოლეგას შორის. გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის. ორმხრივმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო. საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება”, – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის ერთი საათით შესვლაც კი ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. გუშინ პროტესტის ნიშნად, ქემალ ფაშაში მაღაზიების ნაწილი დაკეტილი იყო. იქ დასაქმებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button