საქართველოსიახლეები

18 მაისიდან მომსახურების სააგენტოში გარკვეული სერვისები აღდგება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფარგლებში, 18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გარკვეული სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ასევე, უწყების ინფორმაციით, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button