18 წლის მოდელმა ქალწულობა 2,3 მილიონ ევროდ გაყიდა [Photo/Video]

18 წლის რუმინელმა მოდელმა, ალექსანდრა კეფრენმა, რომელიც თეთრეულის რეკლამითაა დაკავებული, საკუთარი უმანკოება აუქციონზე 2,3 მილიონ ევროდ გაყიდა, – წერს ბრიტანული გამოცემა Metro.

მყიდველი ჰონგ-კონგელი ბიზნესმენია, რომელიც ალექსანდრას უკვე გაესაუბრა და პაემნისთვის ძვირფას სასტუმროში ნომერი დაჯავშნა. შეთანხმებაში შუამოვლობა სააგენტო Cinderella Escorts-მა ითავა, რომელიც „ლოტის“ ღირებულების 20% აიღებს.
თავად ალექსანდრა მიღწეული ურთიერთშეთანხმებით აღფრთოვანებულია, მაგრამ მისი მშობლები არა მხოლოდ შვილის გადაწყვეტილებით არიან აღშფოთებულნი, არამედ იმითაც, რომ გარიგებამ საჯარო ხასიათი მიიღო. ისინი საკუთარ შვილზე უარის თქმასაც აპირებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ალექსანდრა კეფრენი პირველი ქალიშვილი არაა, რომელმაც საკუთარი უბიწობა ონლაინ-აუქციონზე გაიტანა. მანამდე რამდენიმე გოგონამ ქალწულობის დაკარგვაში 550 000 და 772 000 დოლარი აიღო, მაგრამ მრავალი გარიგება ხშირად იშლება, ვინაიდან მსგავს „ლოტებზე“ ძალიან დიდი მოთხოვნა არაა ხოლმე.

[print_gllr id=55582]

მსგავსი პოსტები

Back to top button