მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ვაცნობებთ-ანდრეი კასიანოვი

უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ დოლგოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად შეატყობინებს, როდის დაუბრუნდება უფლებამოსილების შესრულებას.

კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატით – აცხადებს უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში და განმარტავს რომ იგორ დოლგოვი ამჟამად მოვალეობას არ ასრულებს და კონსულტაციებს გადის.

„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი 1-ელ მარტს კონსულტაციებზე გაიწვიეს. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. კონსულტაციები შეიძლება სხვადასხვა ფორმატში ჩატარდეს. როგორც იცით, უკრაინა 3 კვირა ომშია და საომარი მდგომარობაა. საქართველოში უკრაინის საელჩო ომის პირობებში აგრძელებს მუშაობას“,-განაცხადა კასიანოვმა.

ამასთან, მან ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების ჯგუფი ელჩს რეზიდენციასთან დახვდა და შეკითხვებს უსვამდა.

„მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფი, უმარკო მანქანით ლოგოს გარეშე, პაპარაცების სტილში ელოდა ელჩის გამოჩენას. როდესაც ის რეზიდენციაში ბრუნდებოდა, ამ დროს ჟურნალისტებმა კითხვების დასმა სცადეს. მადლობელი ვართ რედაქტორების იმისთვის, რომ ეს კადრები არ გაუშვეს. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილები ვართ სასაუბროდ“,-განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის 1-ელ მარტს გაიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, იგორ დოლგოვი თბილისშია და უკრაინაში არ წასულა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ანდრეი კასიანოვი დღეს, 15 მარტს მედიისთვის გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე გამოეხმაურა 14 მარტს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ მასალას. კასინოვმა განაცხადა, რომ საქართველოდან კონსულტაციისთვის 1 მარტს გაწვეული ელჩის, იგორ დოლგოვის დაბრუნების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობეს. ამასთან ანდრეი კასიანოვს არ დაუკონკრეტებია ეჩის საქართველოში დაბრუნების თარიღი.

ელჩის მოვალოების შემსრულებელმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მუშაობის მეთოდებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ისინი მედიის ამოსაცნობი ნიშნების გარეშე „პაპარაცების“ სტილში ელოდნენ ელჩის მეუღლის ავტომობილს საცხოვრებელ რეზიდენციასთან

მან მედიას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის, საჭიროების შემთხვევაში სთოხვა საეჩოს პრესსამსახურს მიმართონ შეკითხვებით და ეცდებიან მოკლე დროში გასცენ საჭირო ინფორამცია.

14 მარტს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორამცია, რომ უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოშია. დიპლომატი ტელეარხმა საცხოვრებელ რეზიდენციასთან გადაიღო.
1 მარტს უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა “ტვიტერზე”, მათ შორის ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებოდათ.

“მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება”, – დაწერა მან.

საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ელჩის გაწვევის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება.

25 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ დააწესეს.

ღარიბაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილება “ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით” ახსნა. ამასთან, თქვა, რომ უკრაინაში მისი “ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემია” და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, “მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში გაიმართა აქცია – “პასუხი რუსულ ოცნებას”.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ აქციებს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი. მან ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი ანდრეი კასიანოვის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button