კრიმინალი

საგარეჯოში 71 წლის ქალი დაიკარგა

მესამე დღეა, ოჯახის წევრები და ახლობლები , საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრებ, 71 წლის ციალა კუდუხოვას ეძებენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხანდაზმული ბოლოს სოფელში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შენიშნეს. შვილიშვილი, გვანცა ლაბაძე ამბობს, რომ ქალი ბოლო დროს ავადმყოფობდა.

” სუპერმარკეტში შესულა და პური უთხოვია. ბოლო ხანს სკლეროზის ნიშნები ჰქონდა და ავიწყდებოდა რაღაცეები. ჩვენ არ გვიჭირს და იქ პური უთხოვია, როგორც ჩანს, არ იყო კარგად. მხოლოდ ჟაკეტი ეცვაო. ყველა ეძებს, პოლიცია, სამაშველო, ხალხი და ვერავითარ კვალზე ვერ გავდივართ”– ამბობს ლაბაძე.

გაუჩინარებული ქალი, სოფელ პატარძეულში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.
ციალა კუდუხოვას სამძებრო სამუშაოებს პოლიცია და სამაშველო ჯგუფებიც აწარმოებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button