მნიშვნელოვანისიახლეები

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 281 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 180 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 101 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 591 180-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 595 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა

📌აჭარა – 46

📌იმერეთი – 154

📌ქვემო ქართლი – 41

📌შიდა ქართლი – 79

📌გურია – 65

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 82

📌კახეთი – 87

📌მცხეთა-მთიანეთი – 17

📌სამცხე-ჯავახეთი – 10

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საკარანტინო/კოვიდ სივრცეებისთვის გაწეულმა ხარჯმა 11 მილიონ ლარამდე შეადგინა.

ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან, გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, საკარანტინო მომსახურება აღნიშნულ პერიოდში 200 ათასამდე ადამიანს გაეწია.

„გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში 2020 წლის მარტიდან 2022 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით საკარანტინო/კოვიდ სივრცეებისათვის განკუთვნილ სასტუმროს მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 10 9276 898.01 ლარი.

აქვე გაცნობებთ, რომ პროექტის დაწყებიდან 2022 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით საკარანტინო მომსახურება გაეწია 198 007-მდე ადამიანს”.

ცნობისთვის, საკარანტინო სივრცეების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 20 მარტს მიიღო, ხოლო 2022 წლის 22 თებერვლიდან კოვიდსასტუმროები გაუქმდა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 638 790​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 595 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button