მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

19 514 უკრაინელი ბავშვი ახლა უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება

უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ბავშვების დეპორტაციის 19 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

“ეროვნული საინფორმაციო ბიუროს უახლესი მონაცემებით, 19 514 უკრაინელი ბავშვი ახლა უკანონოდ დეპორტირებულად ითვლება. ასევე ცნობილია, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთში დაახლოებით 4 390 სტატუსის მქონე ბავშვია, მათ შორის არიან ობლები და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები”, – აცხადებს სამინისტრო.
აქედან უკრაინაში ამჟამად მხოლოდ 327 ბავშვი დაბრუნდა.
სამინისტრო მონაცემების შეგროვებას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს.

ცნობისთვის, 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც. მათ ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულებში, რაც უკრაინელი ბავშვების უკანონი დეპორტაციას გულისხმობს. მოსკოვი აცხადებს, რომ ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.
უკრაინაში, ბრძოლების ეპიცენტრად ბახმუტთან ერთად რჩება ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

გასულ ღამით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზე – არიან დაშავებულები;
დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება.

პარალელურად, საფრანგეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა „ჰოლოდომორი”. რისთვისაც
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს მადლობა გადაუხადა.

“დავბრუნდი ჩვენი სუმის რეგიონიდან, ჩვენი მესაზღვრეების პოზიციებიდან. რეგიონი რომელიც მტრის გვერდით არის. არსებობს მუდმივი საფრთხე.

ჩვენი საზღვრები მუდმივად იბომბება. მაგრამ სიცოცხლე და ჩვენი ხალხი აშკარად უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი შიში. აღდგენა გრძელდება, ბიზნესი თანდათან ბრუნდება და ადამიანები ხელახლა აშენებენ თავიანთ ცხოვრებას.

დღეს ჩვენ გვაქვს საფრანგეთის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი” უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის, ისტორიული სიმართლის სხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელებისთვის,”- აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button