მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, მაშინ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, მაშინ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„აშშ-ში რეალურად აცნობიერებენ, რომ თუ ისინი შეწყვეტენ ჩვენს დახმარებას, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ომის ამ ეტაპზე უკრაინის ნებისმიერმა მარცხმა შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს.

„ჩვენ არ უნდა წავაგოთ ამ გზაზე, რადგანაც ომი არის ნამცხვარი, რომელიც შედეგება გამარჯვებებისგან. პატარა გამარჯვევები, პატარა ნაბიჯები“, – ამბობს ზელენსკი.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს, რუსეთი შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა უკრაინას აიძულოს მიუღებელ კომპრომისებზე წასვლა.

ზელენსკიმ სააგენტო AP-ს განუცხადა, რომ თუ რუსეთის ჯარები ქალაქ ბახმუტს დაიპყრობენ, ამ გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს და ირანს. უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ბახმუტში დამარცხების შემთხვევაში კომპრომისების მიზნით ზეწოლა იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ უკრაინის საზოგადოებისგანაც, რომელიც დაღლას იგრძნობს. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ დღემდე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მარცხი საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეუპოვარ ბრძოლას.
Associated Press- თან ინტერვიუს დროს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ პუტინი “სისხლის სუნს იგრძნობს”, მაშინ გააგრძელებს ზეწოლას.
ბახმუტში ოკუპანტებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქი უკავიათ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“ბახმუტის მიმართულებაზე მტერი აგრძელებს ქალაქ ბახმუტის საშტურმო ქმედებებს, აქვს ნაწილობრივი წარმატება. თუმცა, ჩვენს დამცველებს მამაცურად უკავიათ ქალაქი, მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან იერიშებს იგერიებენ.

დღის განმავლობაში მტერი წარუმატებელ საიერიშო ქმედებებს აწარმოებდა დონექცის ოლქის ორეხოვო-ვასილიევკას რაიონში. დაბომბა დონეცკის ოლქის მინკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ბახმუტი, ჩასოვ იარი და ტორეცკი”, – წერია გენერალური შტაბის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button