19-წლამდელთა ნაკრებმა მზადება დაიწყო
12 ნოემბრიდან, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონი უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-8 ჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები უელსის, ავსტრიისა და ალბანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.
ვასილ მაისურაძე და მისი ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 20-კაციანი შემადგენლობით ემზადება.
მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალი იქნება. 12 და 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შემოგთავაზებთ. 17 ნოემბრის მატჩის ტრანსლირებას კი, “სილქ სპორტი” უზრუნველყოფს. ტრადიციულად, ტექსტურ ლაივ-რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.