ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შს სამინისტროს ინფორმაციით ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. სამინისტროში აცხადებენ, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე განყოფილების უფროსი კადრების განყოფილებაში იქნება გადაყვანილი. საქმე ეხება ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს.

ადვოკატი ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსმა და პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს. საქმეს პროკურატურა იძიებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმის დაუყოვნებლივ და ობიექტურ გამოძიებასოითხოვენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და მისი სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ და ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში. არსამთავრობოები გამოძიების მოთხოვნის გარდა შსს-ს დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ფიზიკურად პოლიციელები გაუსწორდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button