19 წლის ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი იპოვეს
რამდენიმე დღის წინ ყვარლიდან გაუჩინარებული 19 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სამართალდამცავები და ოჯახის წევრები ახალგაზრდას 4 დღის მანძილზე ეძებდნენ, რომელიც დღეს ყვარლის ტყეში იპოვეს. ამ ეტაპზე ჩატარებულია ექსპერტიზა და საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაციას გაზეთი კახეთის ხმა ავრცელებს