2.38 – ლარი კიდევ გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა.
კერძოდ, 25სექტემბრიდან ერთი დოლარის შეძენა 2.38 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.40 ლარს შეადგენდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, 25სექტემბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.6827 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6841 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.