პრემიერმინისტრი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერმინისტრი დღეს შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პატრონაჟით ორგანიზებულ ლიდერთა სამიტზეც, რომელზეც გაეროს სამშვიდობო ოპერაციების, ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საკითხებზე იმსჯელებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზეა მიწვეული.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრი გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზეც სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button