საიმიჯო ვიდეორგოლი CNN-ზე [Video]

ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეოების ჩვენება დაიწყო. 30 წამიანი ვიდეორგოლი მსოფლიოს წამყვანი ტელეარხის ეთერში 7 თვის განმავლობაში იტრიალებს.

ტელეკომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ აწარმოა.

ვიდეორგოლი გადაცემაში სახელწოდებით „აბრეშუმის გზა – წარსული, აწმყო და მომავალი“ გავიდა. პროექტი აბრეშუმის გზის ისტორიულ მარშრუტს მოიცავს და მაყურებელს ჩინეთიდან ევროპამდე ქვეყნებს აცნობს. საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი სწორედ ამ გადაცემაში განთავსდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button