2.49 56 – ლარი კიდევ გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
16 ნოემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.49 56 ლარი გახდება. კურსი, რომელიც 15 ნოემბერს მოქმედებდა, 2.48 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 16 ნოემბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.69 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა 15 ნოემბერს მოქმედი კურსი 2.67 ლარს შეადგენდა.