“პირი, რომელმაც ალექსი პეტრიაშვილი დაჭრა 12 წელი ციხეში გაატარებს”
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ბორჯომში დააკავეს.
“საქალაქო სასამართლომ ლევან მექვაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.