2 ახალი ინფიცირებული ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, დაავადებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
“ერთ-ერთი მათგანი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც ამ დღეებში ჩამოვიდა აფხაზეთში. მეორე, – გუდაუთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეა, რომელიც დაღესტნიდან ჩამოვიდა“. – აღნიშნულია ოპერატიული შტაბის ინფორმაციაში.
ორიდან ერთი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიგზავნება, მეორე კი, გუდაუთის სამხედრო ბაზის ლაზარეთში იმკურნალებს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ კარანტინის პერიოდი 8 ადამიანს დაუმთავრდა, რომლებიც სასტუმრო „აიტარში“ იმყოფებოდნენ. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.
მთლიანობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 17 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან ორი გამოჯანმრთელდა, ერთი კი, გარდაიცვალა.