2 ათასიანი რიგი ვაკის პარკში

უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში ამ დროისთვის 2 ათასზე მეტი ადამიანია.

ვაკის პარკში შეკრებილები სპეციალურ სიებს ადგენენ და აცხადებენ, რომ ხვალ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს სწორედ ამ თანმიმდევრობით შეიძენენ.

საპირისპიროს ამბობენ ფეხბურთის ფედერაციაში. ზვიად სიჭინავას განცხადებით, გულშემატკივრები ბილეთების შეძენას არა თვითნებურად შექმნილი სიების მიხედვით, არამედ “ცოცხალ” რიგში ჩადგომით შეძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button