კულტურის სამინისტრო თირის მონასტერზე
თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში ფრესკების ნაწილის გადალესვის ფაქტს გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, მეცამეტე საუკუნის ძეგლზე დაწყებული სარემონტო სამუშაოების შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ეპარქიაში არაფერი იცოდნენ.
ამჟამად სამუშაოები უკვე შეჩერებულია. ადგილობრივი სპეციალისტების განცხადებით, მშენებლებმა “იუნესკოს” მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლს ზიანი უკვე მიაყენეს.
თირის მონასტერი ცხინვალიდან 5 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მონასტერთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მონასტერში შემონახულია მეთხუთმეტე საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები და ქართული წარწერები.