2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული – ავარია ლაგოდეხში
ორი ქალბატონი გარდაცვალა, ხოლო სამი პირი მძიმედ დაშავდა ავტოავარიის შედეგად ლაგოდეხში.
შემთხვევა სოფელ შრომაში, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
როგორც რადიო “ჰერეთს” ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკის ხელმძღვანელმა ნუკრი ყარალაშვილმა განუცხადა, სამივე დაშავებული მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მათგან ერთის მდგომერობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
როგორც გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ შრომაში ვასილ მიროტაძემ განაცხადა, საპირისპირო მხარეს მოძრავი “ჯიპის”და “ბეემვეს” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.