მნიშვნელოვანირეგიონი

20 მაისს თელავი XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს უმასპინძლებს.

20 მაისს თელავი XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალს უმასპინძლებს.
თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, კამერული მუსიკის საღამო ჩატარდება.

თელაველი მსმენელისათვის, საფრანგეთში მცხოვრები ხარაძეების ოჯახის სიმებიანი ტრიო დაუკრავს.
თეონა, არჩილ და ილია ხარაძეები 30 წელია, უცხოეთში იმყოფებიან და იქაურ საკონცერტო დარბაზებში უკრავენ.
ფესტივალის ორგანიზატორის, მუსიკოს მანანა ხვედელიძის განმარტებით, ფესტივალის ფარგლებში საოპერო, კამერული და საგუნდო მუსიკა იქნება წარმოდგენილი.

” სულ დაგეგმილია 6 საღამო. სამი იქნება დედაქალაქში და სამი რეგიონებში. საოპერო, კამერული და საგუნდო მუსიკა გაჟღერდება და პატრიარქის დარიგების გათვალისწინებით, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გვეყოლება სტუმრად”- ამბობს ხვედელიძე.

ფესტივალი 2005 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად მას ” აღდგომიდან ამაღლებამდე” უწოდეს, თუმცა, მეორე წელია, ორგანიზატორებმა სახელი შეუცვალეს, სააღდგომო საერთაშორისო ფესტივალი დაარქვეს და უკვე მეჩვიდმეტედ ატარებენ.
ფესტივალის პირველი საღამო, 2 მაისს, ქუთაისში ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button