მნიშვნელოვანირეგიონი

ნარკოდანაშაულისთვის კახეთში სამი პირი დააკავეს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი მოქალაქისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს და ფარული ვიდეო-ჩანაწერი გააკეთეს.

დაკავებული პირების მიერ გაყიდული ნარკოტიკები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის შედეგად
მიღებული ფული, ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,ნივთმტკიცებად, 1 კილოგრამზე მეტი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და

მე-6 ნაწილებით, 19-260-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
ოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდა.

ნარკოდანაშაულის, მათ შორის, ნარკოტიკების რეალიზაციისათვის, სულ 17 პირია დააკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button