მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

20 მილიონიანი ტენდერები კახეთში-რა კითხვები აქვს ოპოზიციას

კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მერიამ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერები ერთდროულად გამოაცხადა. სატენდერო განაცხადების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში, 20 მილიონამდე თანხის დახარჯვაა გადაწყვეტილი.

პროექტები, ძირითადად გზების, სკვერების, შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მათი დასრულება ზაფხულის პერიოდში უნდა მოხდეს.

მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ერთდროულად ყველა მუნიციპალიტეტში გამოცხადებულმა ტენდერებმა, ოპოზიციას ეჭვის საფუძველი გაუჩინა. პარტიების წარმომადგენლები თვლიან, რომ ხელისუფლებამ პროექტები წინასაარჩევნო მიზნებით წამოიწყო.

” ხელისუფლება აპირებს ორი კურდღლის დაჭერას. ერთი, რომ ამომრჩეველს მომაჩვენებს, თითქოს საქმეს აკეთებს და ამით მოისყიდის. მეორე, ტენდერებში გაიმარჯვებს მათი შემწირველი კომპანიები, რომლებიც. მილიონების ნაწილს, მათსავე ფონდში დააბრუნებენ. სულ ეს არის ამ პროექტების ვითომდა განხორციელების მიზანი”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.

ოპოზიციონერების ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ადგილობრივ თვითმმართველობებში.
ახმეტის მუნიციპლიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილი ინფორმაციით, პროექტები ყოველწლიურად ხორციელდება.

” ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომ ამხელა პროექტებს წინასაარჩევნო მიზანი აქვს. ყოველწლიურად რამდენ რამეს ვაკეთებთ, შეუძლიათ ნახონ გასული წლებიც. ეს თანხები მივიღეთ ტრანსფერის სახით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. მოხდა პროექტების გამახვილება, იმისათვის, რომ ტენდერში შემოვიდეს ძლიერი კომპანია. რაც უფრო გამოცდილი იქნება, მით უფრო საიმედოდ შეასრულებს დაგეგმილ სამუშაოს და აღარც ჩვენ მოგვიწევს დავების წამოწყება მათთან”- განაცხადა ქარუმაშვილმა.

წინადადებების მიღება ტენდერებში, ივნისის ბილოსთვის უნდა დასრულდეს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მსგავსი ტრანსფერები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button