20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები გამარჯვებულია
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბის მსოფლიო ალაფის გამარჯვებულია.
ილია მაისურაძის შეგირდებმა პორტუგალიაში გამართულ ტურნირზე ჯამში 4 შეხვედრა გამართეს და ოთხივეში გაიმარჯვეს.
გადამწყვეტი მატჩი ბორჯღალოსნებმა კანადის ნაკრებს 49:24 მოუგეს და ქართული რაგბის ისტორიაში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
20 წლამდელთა მსოფლიო პირველობა მომავალ წელს ინგლისში გაიმართება.