მნიშვნელოვანი

,,2015 წელს 109-ე ბაღის გასარემონტებლად 300 000 ლარი დაიხარჯა. ან მაშინ დააშავეს, ან ახლა აშავებენ” – ლევან ხაბეიშვილი

თბილისის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 109-ე ბაღის დანგრევის საჭიროებაზე არაფერი წერია და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, შენობის დანგრევის გადაწყვეტილება გაუმართლებელია.

,,ექსპერტიზის დასკვნაში ნამდვილად წერია, რომ შენობა ავარიულია, თუმცა, იქვე წერია, რომ  ექვემდებარება გამაგრებას. ის, რომ აუცილებლად დასანგრევია ეს შენობა, არც ერთ ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია. თანაც, ექსპერტი წერს, რომ დადგინდა ვიზუალური დათვალიერებით. მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას არ იღებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ 109-ე ბაღის გასარემონტებლად, 2015 წელს დავით ნარმანიამ ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დახარჯა.

,,თუ ასეთი არამდგრადი იყო, ან მაშინ დააშავეს, რომ გაარემონტეს, ან ახლა აშავებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ ბაღის დანგრევის შემთხვევაში, იმავე ტერიტორიაზე შასაძლოა, უფრო მცირე ბაღი და დიდი კორპუსი აშენდეს.

მოისმინეთ ლევან ხაბეიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button