2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა
2016 წელს დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს,სახელმწიფომ საშემოსავლო გადასახადის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, მხოლოდ 2013–2014 წლებში მისცა.- ინფორმაციას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია ავრცელებს.
ცნობისთვის, თუ ერთ სრულ წელიწადში ფიზიკური პირის შემოსავალი 1 800 დან 6 000 ლარამდე მერყეობდა, მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება ჰქონდა მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 360 ლარი უკან დაებრუნებინა, ხოლო თუ 1 800 ლარამდე მერყეობდა, დაბრუნებას ექვემდებარებოდა კონკრეტული თანხის 20%.
ორ წელიწადში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 458 605 შეადგინა. თანხის სახით კი, შემოსავლების სამსახურმა 125 763 640 ლარი გასცა.
მოუსმინეთ ხატია მოისწრაფიშვილს, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს.