2016 წელს პენსია არ გაიზრდება
2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების გაცნობის შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტები დღეიდან მის დეტალურ განხილვას იწყებენ.
პროექტი დღეს სამ კომიტეტზე გადის. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული შენიშვნები. საგარეო საქმეთა კომიტეტი ბიუჯეტში საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგნებლობისთვის თანხის გაზრდას მოითხოვს.
უკვე ცნობილია, რომ დაპირების მიუხედავად, პენსია 2016 წელს არ გაიზრდება, სანაცვლოდ დამატებით 57 მილიონი ლარი საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის არის გათვალისწინებული.