ამერიკელი პილოტი შტურვალთან გარდაიცვალა

ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის – Airbus A320-ის b22b3c8f16f6dfa7d32d9d954a38e3c4b049a1226769154პილოტი, აშშ-ის შიდა რეისის შესრულების დროს, შტურვალთან გარდაიცვალა. საჰაერო ხომალდის ბორტზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, – გადმოსცემს Daily Mail.

57 წლის მაიკლ ჯონსტონის სიცოცხლის გადასარჩენად ბორტგამცილებელი ქალი იბრძოდა, მაგრამ ამაოდ.

თვითმფრინავი ფინიქსიდან ბოსტონში მიფრინავდა. სხვადასხვა მონაცემებით, ბორტზე 147-148 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ჯონსტონის სიკვდილის შემდეგ, მეორე პილოტმა ხომალდი ქალაქ სირაკუზის აეროპორტში წარმატებით დააფრინა.

2D20764000000578-0-image-a-3_1444094976045როგორც CNN იუწყება, პილოტი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისმა ქვრივმა განაცხადა, რომ ჯონსტონს გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის 25 წელი უინციდენტოდ დაფრინავდა.

როცა თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა, მეორე პილოტმა ავიადისპეტჩერებს მშვიდი ხმით აცნობა, რომ მისი კოლეგა „არაქმედუნარიანია“.

ზუსტად მსგავსი შემთხვევების გამო, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო ფრენის დროს, კაბინაში 2 პილოტის ყოფნას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button