სოფელ კაბალში “კაბალის ინოვაციური ცენტრი” გაიხსნება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში “კაბალის ინოვაციური ცენტრი” გაიხსნება.

პროექტს საქართველოს სტუდენთა დემოკრატიული კავშირი განახორციელებს. როგორც ამ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნუროშვილმა რადიო “ჰერეთს” განუცხადა, მათი მიზანია გაიზარდოს კაბალში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე მათ ჰქნდეთ მეტი შესაძლებლობა ისწავლონ და განვითარდნენ.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს პროექტში მონაწილე “თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორი ლევან ჯანგულაშვილიც. ის ამბობს, რომ აუცილებელია ეთნიკურ უმცირესობებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პირველ რიგში ისწავლონ ქართული ენა, რაც ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მოუსმინეთ გიორგი ნუროშვილის და ლევან ჯანგულაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button