ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება საგარეჯოში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც რადიო “ჰერეთს” უწყებიდან აცნობეს, სამართალდამრღვევებს საგარეჯოს რაიონში ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ წიფლის და რცხილია სახეობის ხე-ტყე.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button