“2017 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უქმდება”
2013 წლიდან მოქმედი პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამ, მომავალი წლის ბიუჯეტში აღარ დაფინანსდება. ამ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიასაშუალების თანახმად, თანხა, რომელსაც მუნიციპალიტეტები პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად იღებდნენ, 2017 წლიდან აღარ გაიცემა.
საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული რაოდენობის თანხა გამგეობებმა თავად უნდა მოითხოვონ, რისთვისაც პროცედურების გავლა მოუწევთ.
სოფლის მხარადაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. ეს თანხა ხმარდებოდა სოფლის როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განვითარებას. თანხა გამოყოფოდა სოციალური ხასიათის პროექტებზეც, რომელთაც ეკონომიკური სარგებელი არ ახლდა.